Thumbnail
  • ჩელენჯ ქაფის მეხუთე ტური დაიწყო.
  • გიორგი მელიქიძის ლელო ედინბურგისა და სტად ფრანსეს მატჩში

ჩელენჯ ქაფის მეხუთე ტური ორი მატჩით გაიხსნა. აჟენმა გლოსტერს უმასპინძლა, მასპინძლები 24:45 დამარცხდნენ. შეხვედრაში ორმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ვახტანგ ახობაძე აჟენის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი თეთრაშვილი - განაცხადში. ახობაძე 52-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილი მატჩში 45-ე წუთზე ჩაერთო. თამაზ მჭედლიძე აჟენის განაცხადში არ ყოფილა. ფრანგულმა კლუბმა ხუთ მატჩში ექვსი ქულა დააგროვა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვს.

დღის მეორე შეხვედრაში ედინბურგმა სტად ფრანსეს უმასპინძლა. სტად ფრანსეს ქართველი ლეგიონერები მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. ზურაბ ჟვანია მე-60 წუთზე გამოვიდა მინდორზე, ხოლო გიორგი მელიქიძე - 66-ე წუთზე. მელიქიძემ შემოსვლიდან ხუთ წუთში ლელო დადო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სტად ფრანსეს 12 ქულა აქვს, ჯგუფში მეორე ადგილზე და უახლოეს მდევარს, ლაშა ლომიძის ლონდონ აირიშს 6 ქულით უსწრებს.

დღეს, ჩემპიონთა თასზე და ჩელენჯ ქაფზეც რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართება. ქართველების დერბი შედგება ლონდონ აირიშსა და კრასნი იარს შორის. ლაშა ლომიძის ლონდონ აირიში სოსო მათიაშვილის, გიორგი ფრუიძისა და ლაშა მალაღურაძის კრასნი იარს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები