Thumbnail

იმედის ფსონი | 29 იანვრის გადაცემის ბილეთები - ინგოლშტადტის ზედიზედ 2 მოგება?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა ‘იმედის ფსონის’ 29 იანვრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის სტუმარი სპორტული კომენტატორი ტატო ბაციკაძე იყო. მისი ბილეთი 5 პოზიციისგან შედგება და ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის კოეფიციენტების მიხედვით, 11,7 გახლავთ. ტატო ბაციკაძის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ბეტისის მოგებას აქვს ესპანიოლთან - 1,85.

ტატო ბაციკაძე (სპორტული კომენტატორი)

'ვალენსიასა და ხეტაფეს მატჩში 6,5-ზე მეტ ბარათს იმიტომ ვფიქრობ, რომ ორივე საკმაოდ უხეში გუნდია და, თანაც, ამ შეხვედრაში ხავიერ ესტრადა ფერნანდესი იმსაჯებს, რომელიც ბარათებს ხშირად იღებს. 

ნიუკასლისა და სიტის მატჩში ცხადია, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ბურთს დაიჭერს, რაფა ბენიტესის შეგირდები კი დაცვაში ჩაჯდებიან. ნიუკასლი ზოგადად სულ დაცვაში დგას, ბურთის ფლობის მხრივ მე-19 ადგილზეა. ასეთ მატჩებში, როგორც წესი, ორთაბრძოლები და ჯარიმები ცოტაა ხოლმე. პლუს, ლოგიკურად, ნიუკასლს კარში დარტყმებიც ცოტა უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება ბეტისისა და ესპანიოლის მატჩს - ესპანიოლი საშინელ ფორმაშია, ბოლო 10 შეხვედრიდან 9 წააგო. ბეტისი კი უკეთესი გუნდია და ნახევარფინალში გასვლა ძალიან უნდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბეტისი მოიგებს.

პორტიმონენსესა და შავეშის შეხვედრაში მასპინძლების გამარჯვებას ვფიქრობ, რადგან პორტიმონენსე ის გუნდია, რომელმაც ბენფიკა და სპორტინგი დაამარცხა, ბრაგასთან კი ფრე ითამაშა. შესაბამისად, რატომ ვერ უნდა მოუგოს ბოლოადგილოსანს?’

ლევან სალუქვაძის ბილეთში სულ სამი თამაშია (ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით: 11,8) - აქედან, ორი მეორე ბუნდესლიგის და ორივე ინგოლშტადტის მონაწილეობით, რომელმაც პირველი წრე ბოლო ადგილზე დაასრულა.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

'ბოლო დროს საუთჰემპტონის თამაში ძალიან მომწონს, კრისტალ პალასმა კი თასზე ტოტენჰემთან ითამაშა და ამ შეხვედრას დაღლილი ხვდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საუთჰემპტონმა უნდა მოიგოს. რაც შეეხება ინგოლშტადტის ზედიზედ ორ მოგებას - ეს გუნდი ბოლო ადგილზეა 10 ქულით, მაგრამ ამბიციური და არცისე ცუდი გუნდია, როგორც ეს ცხრილიდან ჩანს. თანაც, პირველი წრის ბოლოს ინგოლშტადტის მთავარ მწვრთნელად იენს კელერი დაინიშნა. ის ამბიციური და გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც გასავარდნად განწირულ გუნდში არ მივიდოდა. ინგოლშტადტი იანვარში გაძლიერდა და ესეც რომ არ იყოს, ამ გუნდის ფიურტთან გამარჯვებაზე იმიტომაც ვფიქრობ, რომ ბოლოადგილოსანს, სტუმრად მე-11 ადგილზე მყოფ გუნდთან 2,4 კოეფიციენტი დაუწერეს.'

მაყურებლის ბილეთში 6 თამაშია, ჯამური კოეფიციენტი კი - 23,6.

📺 ვიდეო: 'იმედის ფსონი' - 29 იანვრის გადაცემა

კომენტარები

ბოლო ამბები