Thumbnail

ბადრი ალხაზაშვილი კლუბს იცვლის - ქართველის 2 წლიანი კონტრაქტი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბადრი ალხაზაშვილი ტულონს ტოვებს და კარიერას ლიონში აგრძელებს
  • ქართველი მორაგბე ორწლიან კონტრაქტს აფორმებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ტულონის წევრი ბადრი ალხაზაშვილი კარიერას ლიონში გააგრძელებს. leprogres.fr-ის ინფორმაციით, ალხაზაშვილი ლიონის ღირსებას მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში დაიცავს.

ლიონი TOP 14-ში ასპარეზობს და 44 ქულით მე-4 ადგილზეა. ალხაზაშვილი ტულონის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. ბადრის ამ სეზონში ტულონში არ უთამაშია. ალხაზაშვილის ტრანსფერის კიდევ ერთი ვარიანტი არსებობდა, რომლის მიხედვითაც ქართველ მორაგბეს PRO D2-ში პროვენს რაგბის რიგებში გაუშვებდნენ. ბადრი ვირჯილ ლაკომბის შემცვლელად მოიაზრება.

ლიონმა უკვე შვიდი ტრანსფერი განახორციელა. ალხაზაშვილის გარდა, გუნდს კიდევ ექვსი მორაგბე შეუერთდა: დემბა ბამბა (ბრივი), ვივიენ დევისმი (ბრივი),  ხავიერ კიოჩი (ტულონი), კილიან ჟერასი (გრენობლი), კლემენ ლაპორტი (აჟენი).

კომენტარები

ბოლო ამბები