Thumbnail
  • ატლეტიკო 2:0 ხეტაფე
  • სევილია 5:0 ლევანტე

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში მადრიდის ატლეტიკომ და სევილიამ დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. დიეგო სიმეონეს გუნდმა მადრიდულ დერბიში ხეტაფეს უმასპინძლა, რომელიც ამ სეზონში კარგი დაცვით არის გამორჩეული. მიუხედავად ამისა, სიმეონეს გუნდმა პირველივე ტაიმში გაუტანა ორი გოლი მეტოქეს, ჯერ თავი ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა, მერე დამატებაზე საულ ნიგესმა იყოჩაღა. მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

ანტუან გრიზმანი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგის ბოლო 7 სეზონში შეძლო 10+ გოლის გატანა, პირველი ლიონელ მესია. 

სევილიამ ხუთივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა

"სანჩეს პისხუანზე" სევილია ლევანტეს მასპინძლობდა და პირველი ტაიმის შემდეგ გოლი არ იყო გასული, თუმცა დაიწყო მეორე ტაიმი და სევილიელებმა ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს ვალენსიელებს. ატლეტიკო 44 ქულით მე-2 ადგილზეა და ბარსელონას 2 ქულით ჩამორჩება, სევილია 36 ქულით მე-3 ადგილზე გადავიდა. 

ატლეტიკო 2:0 ხეტაფე

გოლები: 1:0 გრიზმანი (27), 2:0 საულ ნიგესი (37)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი (46. ხუანფრანი), ლ. ერნანდესი - საულ ნიგესი, როდრი ერნანდესი, თომასი, ლემარი - კალინიჩი (62. მოლეიხო), გრიზმანი

სევილია 5:0 ლევანტე

გოლები: 1:0 ბენ იედერი (48), 2:0 ანდრე სილვა (60), 3:0 ფ. ვასკესი (71), 4:0 სარაბია (80-პენ), 5:0 პრომესი (90) 

კომენტარები

ბოლო ამბები