Thumbnail

პირველი გამარჯვება მინსკში! საქართველომ ისლანდია დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 3:0 ისლანდია
  • მომდევნო მეტოქე ისრაელია

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველების პირველი მეტოქე მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ისლანდია იყო. ქართველებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, 17-წლამდე ნაკრები ლუკა ტორონჯაძემ დააწინაურა. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა მეორე გოლი 30-ე წუთზე გაიტანეს - თავი გიორგი აბუაშვილმა გამოიჩინა.

მატჩის საბოლოო ანგარიში ირაკლი აზაროვმა დააფიქსირა, რომელმაც მეტოქეს მესამე გოლი გაუტანა და საქართველოს მოგება გაუნაღდა. 17-წლამდე ნაკრების მომდევნო მეტოქე ისრაელი იქნება. მატჩი 22 იანვარს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ხარატიშვილი, ერაძე, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ბენდიანიშვილი, ფოცხვერია, გაგნიძე.

მატჩის გოლები 📺

კომენტარები

ბოლო ამბები