Thumbnail
  • 32 წლის ესპანელმა მეკარემ ნავასსა და კურტუას კონკურენცია ვერ გაუწია 
  • გოლკიპერს ლიდსში გადასვლამდე სამედიცინო შემოწმების გავლაღა რჩება
  • მადრიდელები ახალგაზრდა უკრაინელი მეკარის დაბრუნებას აპირებენ

მადრიდის რეალის მეკარე კიკო კასილია დიდი ალბათობით კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფის ლიდს იუნაიტედში გააგრძელებს. ამის შესახებ Yorkshire Evening Post იუწყება, რომლის ცნობით, 32 წლის გოლკიპერი უკვე ინგლისშია, სადაც 16 იანვარს, ახალ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებელი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

გარიგების თანახმად, ლიდსი კასილიას უფასოდ დაიმატებს, მიუხევადავად იმისა, რომ მეკარეს რეალთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამასთან, ინგლისელები ესპანელს იმდენივეს გადაუხდიან, რასაც სამეფო კლუბი უხდიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეალი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ახალგაზრდა უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინის დაბრუნებას აპირებს, რომელიც იჯარით ლეგანესში ჰყავს გაშვებული.

კიკო კასილია რეალის მთავარ გუნდში 2015 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში კი, კეილორ ნავასსა და ტიბო კურტუასთან კონკურენციის პირობებში, ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. 

ლიდსი 27 ტურის შემდეგ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის სატურნირო ცხრილს 54 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ შეფილდ იუნაიტედს კი 4 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები