Thumbnail

ჩელენჯ ქაფი | გიორგი თეთრაშვილის ლელო იტალიურ ტრევიზოსთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბენეტონ ტრევიზო 38:24 აჟენი
  • ქართველმა მორაგბემ ლელო მატჩის მიწურულს დადო

თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის აჟენი ჩელენჯ ქაფის მე-5 ტურში იტალიურ ტრევიზოს ესტუმრა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ფრანგულმა კლუბმა 14 ქულით, 24:38 დათმო შეხვედრა და ბოლო ტურში იმისთვის იბრძოლებს, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეს.

თამაზ მჭედლიძეს იტალიაში ტრავმის გამო არ უთამაშია. თეთრაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის 74-ე წუთზე ლელოს დადებაც შეძლო. აჟენს 9 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ბოლო ტურში აჟენი ჰარლეკინსს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები