Thumbnail
  • ამ დღეს, 9 იანვარს, 2012 წელს ტიერი ანრი არსენალში დაბრუნდა.

პრემიერლიგის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა არსენალი 2007 წელს დატოვა და კარიერა ბარსელონაში განაგრძო. ბარსაში ანრიმ 3 სეზონის მანძილზე ყველაფერი მოიგო, 2010 წელს სათამაშოდ თავის საოცნებო ქალაქში - ნიუ იორკში გადავიდა და რედბულსის ფორმა მოირგო.

MLS-ის ზამთრის შესვენებაზე, ამერიკაში მოთამაშე მაღალი კლასის ფეხბურთელები, ხშირად განათხოვრების წესით ევროპაში ბრუნდებოდნენ (მაგ: ლენდონ დონოვანი, რობი კინი, დევიდ ბექემი და ა.შ.) ანრი, მსგავსი პირობით 2012 წლის ზამთარში მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და სადებიუტო მატჩში ლიდს იუნაიტედს ემირატებზე გაუტანა.

ლიდსთან ხშირად იტანდა, ჯამში იორკშირელებისთვის 12 გოლი აქვს შეგდებული და იმ დროს, იმ მომენტშიც არ ააცილა. ამაზე კარგ სცენარს ვერავინ დაწერდა. ანრიმ 2 თვიანი იჯარის პერიოდში, თავისი მეორე გოლი ბოლო შეხვედრაში სანდერლენდის წინააღმდეგ, დამატებულ წუთებზე გაიტანა და არსენალს 2:1 მოაგებინა. მეფე მალე წავიდა, მაგრამ კლუბმა მაინც არ გაუშვა, დღემდე იქ არის, მუხლებზე დგას და გოლს აღნიშნავს, ისეთ პოზაშია, როგორშიც ყოველკვირა ვხედავით მას.

ტიერი ანრი ლონდონში, საკუთარი ძეგლის გახსნაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები