Thumbnail

საშობაო სიგიჟე ჩემპიონშიფში: გადამწყვეტი გოლები 90 წუთის შემდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისის ჩემპიონშიფის ლიდერებისთვის 'ბოქსინგ დეი' არანორმალური გამოვიდა
  • კომპენსირებულ დროში დუბლით ლიდსმა მოიგო, ნორვიჩმა ქულა გადაარჩინა 

ინგლისურ ჩემპიონშიფში 24-ე ტური არანორმალური გამოვიდა. "ბოქსინგ დეის" შეხვედრები დრამატულად ჩაატარეს სატურნირო ცხრილის ლიდერებმა - ლიდსმა და ნორვიჩმა, რომლებმაც გადამწყვეტი გოლები კომპენსირებულ წუთებში გაიტანეს. 
 
ლიდს იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ბლექბერნი მიიღო. 90-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს და თითქოს აქ ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მარსელო ბიელსას შეგირდებმა კომპენსირებულ დროში სასწაულის მოხდენა შეძლეს. და ეს კემარა რუფეს დუბლის დამსახურებაა. 25 წლის თავდამსხმელმა გატანა 91-ე და 94-ე წუთებზე მოახერხა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ცხრილის კიდევ ერთი ლიდერი ნორვიჩ სიტი შინ ნოტინგემ ფორესტთან 77-ე წუთამდე სამბურთიანი სხვაობით აგებდა. ამის შემდეგ მასპინძლებმმა ერთი ბურთი გაქვითეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი კიდევ ორი გოლი გაიტანეს და ქულა გადაარჩინეს. აქ დუბლი ონელ ერნანდესმა შეასრულა, რომელმაც 94-ე და 98-ე წუთებზე, 20 წლის ბენ გოდფრის პასებით ისარგებლა. 

ინგლისის რანგით მეორე ლიგის სატურნირო ცხრილში 24 ტურის შემდეგ ლიდსი (51 ქულა) ლიდერობს. მეორე ადგილზე ნორვიჩია, 48 ქულით.

პირდაპირ საგზურს პრემიერლიგაში ჩემპიონშიფის ორი საუკეთესო გუნდი იღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები