Thumbnail
  • სალაჰის გოლითა და ალისონის 'სეივით' ლივერპულმა ნაპოლი გააგდო
  • პსჟ-მ ბელგრადი ტრიუმფით აიღო
  • ტოტენჰემმა საგზური 'კამპ ნოუზე' მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კიდევ სამ ჯგუფში (A, B & C) დასრულდა. მთავარი ინტრიგა C ჯგუფში იყო დარჩენილი, სადაც ბოლო ტურამდე არაფერი იყო გადაწყვეტილი.

"ენფილდზე" ლივერპულმა ნაპოლის უმასპინძლა. იურგენ კლოპის გუნდმა 1:0 იმარჯვა, 9 ქულა დააგროვა და მეორე ადგილით გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. კარლო ანჩელოტის ნაპოლი კი ამდენივე ქულით ევროპალიგის პლეი ოფის საგზურით დაკმაყოფილდა. 

1:0 სალაჰი (34)

34-ე წუთზე ჯეიმს მილნერმა მოჰამედ სალაჰი მოძებნა, რომელმაც მეკარე ოსპინას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა - 1:0. 

ბოლო წამებზე ნაპოლის თამაშის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა არკადიუშ მილიკმა ვერ აჯობა ალისონს. 

ალისონის სეივი (92)

ბელგრადში ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში პსჟ-მ სტუმრად 4:1 გაანადგურა ცრვენა ზვეზდა და პირველი ადგილით გავიდა პლეი ოფში. 

ლუკას მოურამ ტოტენჰემი პლეი ოფში გაიყვანა

დღეს კიდევ ერთი საგზურის ბედი წყდებოდა, B ჯგუფში ტოტენჰემმა "კამპ ნოუზე" 1:1 ითამაშა ბარსელონასთან და 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. მართალია, ინტერმაც ამდენივე ქულა დააგროვა (ფრე პსვ-სთან - 1:1), მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით ლიგის პლეი ოფში ლონდონური კლუბი ითამაშებს. 

ლივერპული 1:0 ნაპოლი

გოლი: 1:0 სალაჰი (34)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი (90. ლოვრენი), მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი (85. ფაბინიო) - სალაჰი, ფირმინო (79. კეიტა), მანე 

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - მაქსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, რუი (70. ღულამი) - ალანი, ჰამშიკი, რუისი (62. ჟიელინსკი) - კალეხონი, მერტენსი (67. მილიკი), ინსინიე

ცრვენა ზვეზდა 1:4 პსჟ 

გოლები: 0:1 კავანი (10), 0:2 ნეიმარი (40), 1:2 გობელიჩი (56), 1:3 მარკინიოსი (74), 1:4 მბაპე (92)

ბრიუგე 0:0 ატლეტიკო

მონაკო 0:2 დორტმუნდი

გოლები: 0:1 გერეირო (15), 0:2 გერეირო (88)

ბარსელონა 1:1 ტოტენჰემი

გოლები: 1:0 დემბელე (7), 1:1 ლუკას მოურა (85)

ინტერი 1:1 პსვ

გოლები: 0:1 ლოსანო (13), 1:1 იკარდი (73)

პლეი ოფში გავიდნენ

A ჯგუფი 

1. დორტმუნდი - 13

2. ატლეტიკო - 13

B ჯგუფი

1. ბარსელონა - 14

2. ტოტენჰემი - 8

C ჯგუფი

1. პსჟ - 11

2. ლივერპული - 9

D ჯგუფი

1. პორტუ - 16

2. შალკე - 11

კომენტარები

ბოლო ამბები