Thumbnail

კრასნი იარმა ლაშა მალაღურაძეს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რუსული კლუბი ქართველ მორაგბეს ემშვიდობება
  • კრასნი იარის ხელმძღვანელობა ორ მიზეზს ასახელებს

რუსული სარაგბო კლუბის კრასნი იარის ხელმძღვანელობამ ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის ლიდერს, ლაშა მალაღურაძეს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. კლუბში ორ მიზეზს ასახელებენ: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის ემზადება და მალაღურაძეს მთელი სეზონი გაუცდება, ხოლო მეორე მიზეზი რუსეთის სარაგბო პრემიერლიგაში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტია.

ამ დროისთვის კრასნი იარს 7 ლეგიონერი ჰყავს. ახალი დებულების თანახმად, კლუბს უფლება აქვს 6 ლეგიონერი ჰყავდეს და 6-დან მხოლოდ ოთხ მორაგბეს შეუძლია მინდორზე ყოფნა. ლეგიონერებიდან ლაშა ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც ნაკრებში ყოველთვის იძახებენ.

კრასნი იარი ლაშა მალაღურაძეს ბრწყინვალე თამაშისთვის მადლობას უხდის. 'ბორჯღალოსანმა' რუსულ კლუბთან ერთად სუპერთასი მოიგო და სამჯერ გახდა რუსეთის ვიცე-ჩემპიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები