Thumbnail

ოლ ბლექსის მორაგბე: 'გორგოძეს ყოველთვის ვქომაგობდი'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტულონის მორაგბემ მამუკა გორგოძესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
  • ახალზელანდიელმა აღნიშნა, რომ გორგოძეს სულ ქომაგობდა

ჩემპიონთა თასის მე-3 ტურში, მამუკა გორგოძოს ტულონმა მონპელიეს უმასპინძლა და მეტოქეს 10 ქულით, 38:28 მოუგო. სტუმართა რიგებში ქართველთა მხრიდან მხოლოდ უჩა ჭეიშვილმა ითამაშა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ტულონმა ჩემპიონთა თასის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა და ოთხგუნდიან ჯგუფში 6 ქულით ბოლო ადგილზეა. ფრანგული კლუბების გარდა, ამ ჯგუფში ედინბურგი და ნიუკასლ ფალკონსი თამაშობენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, ტულონის ახალზელანდიელმა მორაგბემ, ლიამ მესამმა სოციალურ ქსელში მამუკა გორგოძესთან ერთად გადაღებული ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა.

'ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ საბოლოოდ მომეცა შანსი მეთამაშა ასეთ ლეგენდასთან. მე ყოველთვის მამუკა გორგოძის გულშემატკივარი ვიყავი და მისი თამაში მომწონდა.'

მამუკა გორგოძის პასუხი ახალზელანდიელს: 'ეს შენ ხარ ლეგენდა. მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. შენ საუკეთესო ხარ.'

ლიამ მესამს ახალი ზელანდიის ნაკრებში 45 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 6 ლელოა. 2015 წელს ზელანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და სანაკრებო კარიერა დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები