Thumbnail

სოსო მათიაშვილის სადებიუტო ლელო რუანთან

  • კრასნი იარი - რუანი 26:40.
  • მათიაშვილის ლელო.
  • სადებიუტო მატჩში 11 ქულა.

რუსული კლუბი კრასნი იარი ჩელენჯ ქაფზე ლონდონ აირიშთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება. პირველი მატჩი 13 იანვარს ლონდონში გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრა 20 იანვარს თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე შედგება.

რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ კრასნი იარმა სოსო მათიაშვილს ოთხთვიანი კონტრაქტი გაუფორმა. ქართველმა მორაგბემ სადებიუტო შეხვედრაში თავი ლელოთი გამოიჩინა.

სოსოს სადებიუტო ლელო რუანთან

ფრანგულ რუანთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, სოსომ ლელოს სამი ზუსტი გარდასახვაც დაუმატა და მიუხედავად მარცხისა, ახალ კლუბში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. მათიაშვილმა ჯამში კლუბს 11 ქულა შესძინა.

მათიაშვილის გარდა, კრასნი იარის ღირსება ლაშა მალაღურაძემ და გიორგი ფრუიძემ დაიცვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები