Thumbnail
  • 2018 წელს ლა ლიგის ჩემპიონატი განახლდა.
  • მადრიდულ დერბიში ატლეტიკომ ხეტაფე დაამარცხა - 2:0.
  • დიეგო კოშტამ პირველივე თამაშში გაიტანა და ის პირველივე თამაშში გააძევეს.

2018 წელს ლა ლიგის ჩემპიონატი მადრიდული დერბით განახლდა - ატლეტიკომ ხეტაფეს უმასპინძლა და 2:0 მოუგო. 

სასტარტოში ვიხილეთ დიეგო კოშტა, რომლის ხელახალი დებიუტი სამეფო თასზე უკვე შედგა და ბრაზილიური წარმოშობის ფორვარდმა გოლის გატანაც მოახერხა. კიდევ ერთი დებიუტანტი, ვიტოლო სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა.

პირველი გოლი ანხელ კორეამ გაიტანა

მე-18 წუთზე ანტუან გრიზმანმა ანხელ კორეას გაატანინა. 68-ე წუთზე კი ხორვატმა შიმ ვრსალიკომ, რომელიც ხუანფრანს ამჯობინეს, ლამის ცარიელ კარში გაატანინა დიეგო კოშტას.

აი, აქ იქცა კოშტა გმირიდან ანტიგმირად, ის ტრიბუნებში ავარდა და ისე იზეიმა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თავისი პირველი გოლი კარიერაში, მოედანზე ჩამოსულმა კი მეორე ყვითელი ბარათი და ამ სტადიონზე პირველი წითელი ბარათი იხილა თვალწინ.

პირველად მოხდა, რომ დიეგო კოშტამ გაიტანა და თან ის გააძევეს ლა ლიგის ერთი და იმავე მატჩში.

ატლეტიკო 39 ქულით ლა ლიგაში მე-2 ადგილზეა, ხეტაფე 23 ქულით მეცხრეა.

დიეგო სიმეონე მსაჯს არ ადანაშაულებს

დიეგო სიმეონე: "არ იყო იოლი შეხვედრა მსაჯისთვის, რადგან ორივე გუნდს უყვარს ორთაბრძოლები. ის ცდილობდა, რაც შეეძლო.

მე შევეცდები, ამ მატჩიდან მხოლოდ დადებითები დავიმახსოვრო, რაც კოშტამ გააკეთა მოედანზე. გაძევებას რაც შეეხება, მსაჯს წესების მიხედვით უნდა ემოქმედა, ემოციას არ უნდა აყოლოდა და ის ასეც მოიქცა. წესები იმისთვის არის, რომ შეასრულო.

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დიეგო ჩვენთანაა. ვფიქრობ, თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ - დაცვაში კარგად ვითამაშეთ და წინ მომენტები შევქმენით. კოშტას გაძევების შემდეგ, დაცვაში ჩინებულად ვითამაშეთ".

► დიეგო კოშტა ატლეტიკოს დაუბრუნდა და 5 წუთში გაიტანა

კომენტარები

ბოლო ამბები