Thumbnail
  • ატლეტიკოსთან მატჩში ბარსელონამ ხუთი ფეხბურთელი დაკარგა
  • ლუის სუარესი ორ კვირას გამოტოვებს

ატლეტიკოსთან მატჩში ბარსელონამ ორი ქულა (1:1) და ხუთი ფეხბურთელი დაკარგა. განსაკუთრებით მძიმეა რაფინიას მდგომარეობა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მუხლის მყესები გაიწყვიტა და მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს სერხი რობერტო, ტრავმა აქვს ბრაზილიელ არტურსაც. 

თუმცა ამით არ ამოწურულა კატალონიელტა დანაკარგი - ლუის სუარესი დაახლოებით ორ კვირას იუქმებს. დავუმატოთ ამას იასპერ სილესენიც, რომელიც ტრავმირებულია და ასევე ვერ ითამაშებს პსვ-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე. სილესენმაც ტრავმა ატლეტიკოსთან მატჩში მიიღო... მატჩის წინა გახურებაზე და ჰოლანდიელი გოლკიპერი 3 კვირას გამოტოვებს.

რაც შეეხება ურუგვაელ ფორვარდს, ლუის სუარესს მარჯვენა მუხლი აწუხებს. ამ ხუთეულში ყველაზე იოლად საქმე არტურს აქვს, ბრაზილიელი ნახევარმცველი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს ეინდჰოვენში.

კომენტარები

ბოლო ამბები