Thumbnail

ტრავმები ბარსაში - რაფინიასთვის სეზონი დასრულდა, სერხი რობერტოსთვის წელიწადი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩი კატალონიურ გუნდს სტრავმებად დაუჯდა
  • რაფინიამ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყიტა, სერხი რობერტომ - კუნთი
  • სავარაუდო, ბრაზილიელს 6-8 თვე გაუცდება, ესპანელს - 3-4 კვირა

ბარსელონას ნახევარმცველმა რაფინია ალკანტარამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში მადრიდის ატლეტიკოსთან (1:1) მძიმე ტრავმა მიიღო. კატალონიური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევის შედეგად მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდგინდა.

სავარაუდოდ, რაფინიას 6-იდან 8 თვემდე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ეს სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია. 

რაფინიამ ბარსელონას მაისურით ყველა ტურნირის რვა მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

მადრიდში ტრავმა სერხი რობერტომაც მიიღო

რაფინია ერთადერთი არაა, ვინც მადრიდულ მატჩში ბარსელონას ლაზართში აღმოჩნდა. ატლეტიკოსთან შეხვედრა დანავსული გამოდგა სერხი რობერტოსთვისაც, რომელიც მეორე ტაიმში სწორედ რაფინიამ შეცვალა. 26 წლის ნახევარმცველს ექიმებმა ბარძაყის კუნთის გაწყვეტა დაუდგინეს და სავარაუდოდ, ესპანელ ფეხბურთელს ერთ თვემდე პერიოდი გაუცდება.

სერხი რობერტომ მიმდინარე სეზონში კატალონიური გუნდის მაისურით 14 მატჩში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები