Thumbnail
  • ატლეტიკო 1:1 ბარსელონა
  • უსმან დემბელემ ბოლო წუთზე იხსნა სტუმრები

ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის ატლეტიკომ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩემპიონ ბარსელონას უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.

ბარსელონა 25 ქულით პირველია, ატლეტიკოს კი 24 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მათი გადასწრების შესანიშნავი შანსი მიეცა სევილიას. 23-ქულიანი ანდალუსიელები ხვალ ვალიადოლიდს მასპინძლობენ.

პირველ ტაიმში გოლები არ გასულა. საერთოდ, ერთი შემთხვევის გარდა დიეგო სიმეონეს გუნდს ამ სეზონში პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია. 

ტურის მთავარმა დაპირისპირებამ აშკარად ვერ გაამართლა, რადგან კარში პირველი დარტყმა მხოლოდ 77-ე წუთზე შესრულდა, როცა დიეგო კოშტამ კუთხურიდან მოწოდებულს თავური დაუხვედრა და ანგარიში გახსნა. 

თუმცა 2010 წლის მერე პირველად ბარსას დამარცხება ატლეტიკომ მაინც ვერ შეძლო. კატალონიელებს ამ სეზონში კიდევ ერთხელ უშველა უსმან დემბელემ. მე-80 წუთზე შემოსულმა ფრანგმა ბოლო წუთზე იან ობლაკის კარი დალაშქრა - 1:1. 

დიეგო კოშტამ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა

ატლეტიკო 1:1 ბარსელონა

გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (77), 1:1 დემბელე (90)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი (64. ვიტოლო) - დიეგო კოშტა (80. ა. კორეა), გრიზმანი 

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - სერხი რობერტო (46. რაფინია), ბუსკეტსი, არტური (80. დემბელე), ვიდალი (85. მალკომი) - მესი, ლ. სუარესი

კომენტარები

ბოლო ამბები