Thumbnail
  • სოსო მათიაშვილის ტრანსფერი.
  • ოთხთვიანი კონტრაქტი კრასნი იართან.
  • ჩელენჯ ქაფზე ლაშა ლომიძის ლონდონ აირიშის წინააღმდეგ.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აკადემიის მორაგბემ, სოსო მათიაშვილმა კრასნი იართან ოთხთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

რუსულმა კლუბმა მათიაშვილს ჩელენჯ ქაფამდე გაუფორმა კონტრაქტი. შეგახსენებთ, რომ კრასნი იარი ჩელენჯ ქაფის მეოთხე ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

კრასნი იარის მეტოქე ლაშა ლომიძის ლონდონ აირიში იქნება. პირველი მატჩი 13 იანვარს ლონდონში გაიმართება, ხოლო მეორე დაპირისპირება ავჭალა არენაზე 20 იანვარს შედგება. როგორც სოსომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თუ ყველაფერი დროულად მოგვარდა, ის 13 იანვარს ლონდონშიც ითამაშებს.

მათიაშვილის გარდა, კრასნი იარში კიდევ ორი ბორჯღალოსანი თამაშობს: ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე.

► ქართული რაგბის TOP-5 ლელო 2017 წელს

►  SOSO GOOD: ნახტომი ფრისტაილიდან, რომელმაც სარაგბო მსოფლიო გადარია

კომენტარები

ბოლო ამბები