Thumbnail

გიორგი თეთრაშვილი 2021 წლამდე აჟენში დარჩა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 25 წლის ბორჯღალოსანმა კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი
  • აჟენი ქართველი მორკინალით კმაყოფილია

ქართველმა მორაგბემ გიორგი თეთრაშვილმა ტოპ 14-ის კლუბ აჟენთან 2019 წლამდე არსებული კონტრაქტი ორი სეზონით გაიხანგრძლივა. ამ გადაწყვეტილებიის ძალით 25 წლის ბორჯღალოსანი (10 კეპი, ბოლოს წლევანდელი ზაფხულის ტესტებზე ითამაშა ტონგას წინააღმდეგ) აჟენურ გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება. 

ეს იქნება გიორგის მე-6 და მე-7 სეზონები კლუბში, რომელშიც მან JIFF-ის სტატუსი მიიღო. 2012-14 წლები მან ალბიში გაატარა საიდანაც აჟენში გადავიდა.

მიმდინარე სეზონში გიორგი თეთრაშვილმა ტოპ 14-ის 9 ტურიდან 6-ში (3 - სასტარტო შემადგენლობაში) მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩელენჯ კაპის ორივე (1 -  სასტარტო) მატჩი ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები