- ნაკრებში გამოძახება გიგაშვილმა საფრანგეთში ლელოთი აღნიშნა
- ქართველი მორაგბე ორმა გამოცემამ გამოარჩია
ტრადიციულად, ფრანგულმა "რაგბი რამამ" და "ევროსპორტმა" ტოპ 14-ის ტურის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნეს.
სასიხარულოა, რომ "მიდი ოლიმპიკის" ჟურნალისტების რჩეულ 15-ეულში ქართველი მორაგბის გვარი ამოვიკითხეთ: ბექა გიგაშვილმა თავისი "გრენობლისა" და "კლერმონის" 27:27 დასრულებული მატჩის პირველი ლელო მიითვალა და მთლიანობაშიც შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახლდათ.
"ქართველი ბექა გიგაშვილი "კლერმონთან" შეხვედრაში ბრწყინვალედ მოთამაშე "გრენობლის" ეფექტური შერკინების ქვაკუთხედი იყო", - წერია "რაგბი რამას" საიტზე.
აღსანიშნავია, რომ ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში პირველად მოხვედრა 26 წლის გიგაშვილმა ბორჯღალოსნებში პირველ გამოძახებას მიაყოლა. მოსალოდნელია, რომ მარჯვენა ბურჯს საქართველოს ნაკრებში დებიუტი იტალიასთან მოახლოებულ შეხვედრაში ჰქონდეს.
კომენტარები