Thumbnail

'რამოსმა ბოდიში უკვე მოიხადა' - რეგილონი კაპიტანთან კონფლიქტზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ცოტა ხნის წინ სერხიო რამოსმა 11 წლით უმცროს ფეხბურთელს ვარჯიშზე "ჭკუა ასწავლა" 
  • რეალის ახალგაზრდა მცველმა განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანთან კონფლიქტი არ აქვს

მადრიდის რეალის მცველმა სერხიო რეგილონმა განაცხადა, რომ კონფლიქტი მასა და გუნდის კაპიტან სერხიო რამოსს შორის ამოწურულია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რეალის ვარჯიშზე, ერთ-ერთი საწვრთნელი ეპიზოდისას, ახალგაზრდა რეგილონი 11 წლით უფროს რამოსს შემთხვევით ეუხეშა, რის გამოც კლუბის კაპიტნის რისხვა დაიმსახურა.

მომხდარის გამო რამოსს თავს მედიის რისხვა დაატყდა, თავად ფეხბურთელმა კი მოგვიანებით სინანული გამოხატა.

"ფეხბურთში არის ხოლმე ემოციური მომენტები. მაგრამ მან ბოდიში მოიხადა და ყველაფერი წესრიგშია. რამოსი ჩვენი კაპიტანია", - აქვეყნებს რეგილონის ნათქვამს Marca.

21 წლის რეგილონი რეალის აღზრდილია, გასულ ზაფხულს კი მთავარ გუნდში გადაიყვანეს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირის სამ მატჩში ითამაშა. 

32 წლის სერხიო რამოსი მადრიდის რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს, გუნდთან ერთად კი ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა 4-4-ჯერ აქვს მოგებული. მიმდინარე სეზონში მცველის ანგარიშზე ყველა ტურნირის 15 მატჩში 4 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები