Thumbnail

‘თუ შეფები ჩემთან ორალური სექსით დაკავდებიან…’ - სლუცკის ასო შეეშალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეონიდ სლუცკის ინტერვიუს დროს ინგლისური სიტყვები აერია
  • ერთი ასოს გამო იგი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა

ვიტესის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი შაბათს, პსვ ეინდჰოვენთან მატჩის წინ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რეპორტიორი მისგან ინტერვიუს იღებდა და სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსი სპეციალისტი, შესაძლოა, ლისაბონის სპორტინგის დამრიგებელი გახდეს.

სლუცკიმ განაცხადა, რომ ვიტესის ერთგულია და დასძინა (ვიდეოში 0:35-დან): “If only owner or maybe director suck me, in this situation i will go out” (თუ მფლობელი ან დირექტორი ჩემთან ორალური სექსით დაკავდება, ასეთ შემთხვევაში წავალ).

სლუცკი, ორალურ სექსს (suck - “საქ”), რა თქმა უნდა, არ გულისხმობდა - მას უნდოდა, ეთქვა, თუ გამათავისუფლებენო (sack - სექ). სწორედ ამ ერთი ასოს გამო ჩავარდა რუსი მწვრთნელი უხერხულ მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა პასუხი გაამეორებინა და სლუცკიმ მაინც შეცდომით თქვა, რეპორტიორი კი მიხვდა, რასაც გულისხმობდა სინამდვილეში ვიტესის დამრიგებელი. აღსანიშნავია, რომ მისი გუნდი პსვ-სთან 0:1 დამარცხდა.

📺 ვიდეო, სადაც სლუცკი ბოსებთან ორალურ სექსზე ლაპარაკობს, უკვე ვირუსულია:

კომენტარები

ბოლო ამბები