Thumbnail
  • ჩელსი 3:2 დერბი
  • ორი ავტოგოლი და კარგი თამაში

სანახაობრივი გამოდგა სტემფორდ ბრიჯზე გამართული ლიგის თასის მერვედფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს ფრენკ ლამპარდის დერბი ქაუნთი და ჩელსი დაუპირისპირდნენ.

მატჩი მეხუთე წუთზე დერბის ფიკაიო ტომორის ავტოგოლით დაიწყო, აქედან მალევე 9' წუთზე წელს დერბიშირელების საუკეთესო გამტანმა - ჯეკ მერიოტმა გაათანაბრა.

მერიოტის გოლს ისევ დერბის ავტო-გოლი მოჰყვა, თავი ამჯერად გუნდის კაპიტანმა - რიჩარდ კიომ 'გამოიჩინა'. ლამპარდის გუნდი არ დაიბნა და მარტინ ვაგჰორნმა ანგარიში - 2:2 გახადა.

საბოლოო ანგარიში კი სესკ ფაბრეგასმა პირველ ტაიმშივე, 41' წუთზე დააფიქსირა - 3:2. "თავს დამარცხებულად არ ვგრძნობ, ისე ვითამაშეთ..." ამბობდა მატჩის შემდეგ ფრენკ ლამპარდი, რომელსაც ჩელსის გულშემატკივრებმა საოცარი დახვედრა მოუწყვეს.

მერვედფინალებმა, ლიგის თასზე საუკეთესო 8-დან 6 გუნდი გამოავლინა - ბორნმუთი, ბარტონი, არსენალი, ჩელსი, მიდლსბრო, ტოტენჰემი. გასარკვევია მანჩესტერ სიტი - ფულემის და ლესტერი - საუთჰემპტონის წყვილებიდან მეოთხედფინალს ვინ ითამაშებს.

'SUPER FRENKIE LAMPARD'

ასეთი წარწერით დახვდნენ გუშინ ჩელსის ფანები კლუბის ლეგენდას - ფრენკ ლამპარდს, რომელიც ჩელსის ისტორიაში - 211 გოლით საუკეთესო გამტანია.

ლამპარდი კლუბში 2001-2014 წლებში თამაშობდა და საკლუბო დონეზე ლურჯი მაისურით თითქმის ყველაფერი მოიგო - 3 პრემიერლიგა, 4 ასოციაციის თასი, 2 ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა.

ლამპარდთან ერთად, მის ასისტენტად, დერბიში ჩელსის კიდევ ერთი ლეგენდა - ჯოდი მორისი მუშაობს, რომელიც 2014-18 წლებში ჩელსის აკადემიის დირექტორი გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები