Thumbnail
  • მესი "სიუდად დეპორტივაზე" შეამჩნიეს
  • ლეო ატლეტიკოსთან თამაშში დაბრუნდება

ბარსელონას არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ვარჯიში განაახლა. დილით ის "სიუდად დეპორტივას" ბაზაზე დაინახეს. შეგახსენებთ, რომ მესიმ სევილიასთან მატჩის პირველ ტაიმში იდაყვის რადიალური ძვალი მოიტეხა და ექიმებმა მას 3-კვირიანი დასვენება გამოუწერეს. მესიმ უკვე გამოტოვა ინტერთან თამაში და "კლასიკო" (რაც 2007 წლის მერე პირველად მოხდა). 

მიუხედავად იმისა, რომ მესიმ ვარჯიში უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ვარაუდობდნენ, მოედანზე მისი დაბრუნების სავარაუდო ვადა არ შეცვლილა - მას ნოემბრის ბოლოს ატლეტიკოს წინააღმდეგ ელიან. მანამდე ლეოს კვლავ რაფაელ ალკანტარა შეცვლის. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები