Thumbnail
  • უჩვეულო და საკმაოდ ჭკვიანური იდეით მარსელო ბროზოვიჩმა ცუდ ხასიათზე მყოფი ლეო მესი გაახალისა.

ტრავმირებულმა ლიონელ მესი ბარსელონასა და ინტერის მატჩს თვალი “ნოუ კამპის” ტრიბუნიდან ადევნა - კატალონიელებმა იტალიური კლუბი 2:0 დაამარცხეს. შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი ლუის სუარესის საჯარიმო დარტყმაა, რომელიც ინტერის ხორვატმა ნახევარმცველმა, მარსელო ბროზოვიჩმა საინტერესო ხერხით დაბლოკა.

მატჩის 66-ე წუთი მიმდინარეობდა, ბარსა 1:0-ს იგებდა, როცა ეს ჯარიმა დაინიშნა. სანამ სუარესი დაარტყამდა, ბროზოვიჩი ცოცხალი კედლის უკან ჩაწვა და ბურთიც სწორედ მას მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონასთვის ეს სულაც არ იყო კარგი ამბავი, მესის ხორვატის ხერხი მოეწონა - არგენტინელმა გულიანად იცინა.

კომენტარები

ბოლო ამბები