Thumbnail

ისტორიული კონტრაქტი - NIKE კიბერათლეტის სპონსორი გახდა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Nike-მა RNG-ის მოთამაშე ჯიან Uzi ზიჰაოსთან კონტრაქტი გააფორმა
  • კონტრაქტის მიზანი ლებრონ ჯეიმსის ახალი კამპანიის - 'Dribble &'-ის მხარდაჭერაა
  • ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Nike პარტნიორობას კიბერათლეტთან იწყებს

Nike-მა, რომელიც მსოფლიოში ერთერთი უდიდესი სპორტული ეკიპირების კომპანიაა, Royal Never Give Up-ის მოთამაშე ჯიან Uzi ზიჰაოსთან კონტრაქტი გააფორმა.

'Nike Basketball'-ის განცხადებით - ზიჰაო, ჩინელი მსახიობი ბაი ჯინგტინი და ლებრონ ჯეიმსი, ამ უკანასკნელის მარკეტინგულ კამპანიას - 'Dribble &'-ს გააპიარებენ. კამპანია დოკუმენტურ ფილმების სერია - 'Shut up and Dribble'-ს ეძღვნება.

რეკლამაში Uzi-ს შავი მაისური აცვია, რომელზეც 'Dribble & Carry' წერია. საკვანძო სიტყვა აქ 'Carry'-ა, რომელიც League of Legends-ში ერთი მოთამაშის მიერ გუნდისთვის გამარჯვების მოტანას გულისხმობს.

კონტრაქტი ისტორიულია, რადგან პირველად მოხდა, რომ Nike-მა საქმიანი ურთიერთობა პროფესიონალ eSports მოთამაშესთან დაიწყო. ზიჰაოს სოციალურ მედიაში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს.

ჩინურმა eSports კომპანიებმა ბოლო თვეებში არაერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობა გააფორმეს. ცალკე აღნიშვნის ღისია Uzi-ს გუნდის, RNG-ის მიერ Mersedes-Benz-თან და KFC-ისთან დადებული კონტრაქტები.

ახალი The Daimler AG-ის რეკლამები, არა მხოლოდ RNG-ის სოციალურ მედიის და ვებ-გვერდებზე ჩანს, არამედ პეკინში, მათ კუთვნილ არენაზეც გადის. რაც შეეხება KFC-ის, მათ RNG-ის ფერებში დაბრენდილი ექსკლუზიური პროდუქცია გამოუშვეს, რომელიც Worlds-ის მიმდინარეობისას გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ RNG მსოფლიო ჩემპიონატის მოგების უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ევროპულ G2-სთან ხუთმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები