- ჟვანიას გუნდი ბასთან წაგებას გადაურჩა
- ქართველის პირველი ლელო ჩემპიონთა თასზე ვასპსის რიგებში
- ქართველი ლეგიონერების ასპარეზობა ევროტურნირებზე
ჩემპიონთა თასის მეორე ტურში ზურა ჟვანიას ვასპსმა ბასს უმასპინძლა. ინგლისური დაპირისპირება ფრედ 35:35 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჟვანია მასპინძელთა სასტარტომ შემადგენლობაში იყო და მატჩის 47-ე წუთზე ლელოც დადო.
'ზუზუმ' 59 წუთი ითამაშა, ვასპსმა კი 14 ქულით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ბოლომდე იბრძოლა და მატჩი არ წააგო.
რასინგი 44:12 ალსტერი
რასინგი: გურამ გოგიჩაშვილმა მინდორზე 57 წუთი გაატარა, რის შემდგაც მის ნაცვლად მინდორზე ვასილ კაკოვინი გამოჩნდა.
ჩემპიონთა თასის სხვა მატჩები
კასტრი 29:25 ექსეტერი
მანსტერი 36:22 გლოსტერი
ედინბურგი 40:14 ტულონი
სარასენსი 29:10 ლიონი
ოთხი ქართველი ჩელენჯ ქაფზე
ბექა კაკაბაძის კლერმონმა რუმინული ტიმიშოარა 70:12 გაანადგურა.
გიორგი მელიქიძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში პოს წინააღმდეგ. სტად ფრანსემ 21:15 წააგო.
ლექსო ყაულაშვილის ბორდომ პერპინიანთან ფრედ 25:25 ითამაშა. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.
ბექა გიგაშვილის გრენობლმა ჰარლეკინსს 19:13 მოუგო. გიგაშვილი მინდორზე 50-ე წუთზე შემოვიდა.
კომენტარები