- მიხეილ ნარიაშვილი რაგბირამას რჩეული გახდა
- მიხეილ გაჩეჩილაძემ ლა როშელთან ლელოთი გამოიჩინა თავი
სარაგბო ჩემპიონთა თასზე პირველი ტურის მატჩები გაიმართა. მიხეილ ნარიაშვილის მონპელიემ ევროტურნირი მოგებით გახსნა, ფრანგულმა კლუბმა შოტლანდიურ ედინბურგს 21:15 მოუგო.
ნარიაშვილი ჩემპიონთა თასის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 'რაგბირამამ' ქართველი მორაგბე დააფასა და რჩეულ 15 კაცში შეიყვანა. 'ბორჯღალოსანი' ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელიც მონპელიეს მხრიდან სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
რაგბირამა: 'ნარიაშვილი ახლო ორთაბრძოლებში დომინანტი იყო, მონპელიეს შერკინების მთავარი იარაღი'
დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის ენისეიმ ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში ლა როშელს უმასპინძლა და 82:21 განადგურდა. ლა როშელმა მეტოქეს 12 ლელო დაუდო, ენისეიმ კი სტუმრებს მხოლოდ სამი ლელო გაუტანა.
მატჩის 25-ე წუთზე მიხეილ გაჩეჩილაძემ მოახერხა ლელოთი თავის გამოჩენა. 19 ოქტომბერს ენისეი ლა როშელს საფრანგეთში ესტუმრება. ლა როშელის გარდა, ენისეის ჯგუფში ინგლისური ბრისტოლი და იტალიური ზებრე თამაშობენ.
კომენტარები