- ბრეშას ‘ახალი პირლო’ ჰყავს - სანდრო ტონალი
- 18 წლის სანდრო ტონალისთვის ოთხი დიდი კლუბი იბრძვის
სანდრო ტონალი ბრეშას ძირითად გუნდში უკვე მეორე სეზონს ატარებს. იტალიურ პრესაში მას ‘ახალ პირლოს’ უწოდებენ. შარშან 17 წლის ტონალიმ ბრეშას მაისურით, სერია B-ში, 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა, სალერნიტანასთან და ჩიტადელასთან.
ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გაიზარდა, ტონელიმ იტალიის 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში რვა მატჩი ითამაშა და უცხოელი აგენტების ყურადღებაც მიიქცია. მან 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც პორტუგალიამ იტალიას დამატებით დროში 4:3 მოუგო.
18 წლის სანდროს გადაბირება ოთხ დიდ კლუბს სურს: ატლეტიკოს, მილანს, იუვენტუსსა და ჩელსის. საინტერესოა, რას გადაწყვეტს ‘ახალი პირლო’ და რომელ კლუბს შეუერთდება.
მისი სატრანსფერო ფასი უკვე 7 მილიონ ევროს შეადგენს.
ტონალიმ მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა. ბრეშას 7 მატჩში 10 ქულა აქვს და მე-9 ადგილს იკავებს.
კომენტარები