Thumbnail
  • ლიგის თასის წილისყრა
  • ლამპარდი ბრიჯზე, 3 წლის შემდეგ...

ფრენკ ლამპარდი 2015 წლის შემდეგ, სტემფორდ ბრიჯს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა. მაშინ 'ლამპსი' სიტის მოთამაშე იყო, ახლა კი უკვე დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელია.

ლამპარდის დერბიმ გასულ რაუნდში ასპარეზობას მანჩესტერ იუნაიტედი გამოთიშა, რომელიც დერბიმ ოლდ ტრაფორდზე პენალტების სერიაში დაამარცხა. თასის მფლობელი მანჩესტერ სიტი ფულემს უმასპინძლებს, ხოლო ვესტ ჰემი ტოტენჰემს ეთამაშება.

წინა გათამაშების ფინალისტი არსენალი, ლიგა ერთის (რანგით მესამე დივიზიონი) ბლექპულს შეხვდება. ბარტონ ალბიონი, ასევე ლიგა ერთიდან - ნოტინგემ ფორესტს უმასპინძლებს, ბარტონს ფორესტის ლეგენდა - ნაიჯელ კლაფი წვრთნის.

ფრენკ ლამპარდი 13 სეზონი თამაშობდა ჩელსიში, კლუბის მაისურით, ნახევარმცველს 211 გოლი აქვს გატანილი და მოგებული აქვს თითქმის ყველა ჯილდო, რაც შეიძლება საკლუბო დონეზე მოთამაშემ მოიგოს. 

მეოთხე რაუნდის წილისყრა

მანჩესტერ სიტი - ფულემი

ბორნმუთ - ნორვიჩი

არსენალი - ბლექპული

ლესტერი - ევერტონი / საუთჰემპტონი

ვესტ ჰემი - ტოტენჰემი

ჩელსი - დერბი ქაუნთი

ბარტონ ალბიონი - ნოტინგემ ფორესტი

მიდლსბრო - კრიტალ პალასი

კომენტარები

ბოლო ამბები