Thumbnail

'იუნაიტედში რაც ხდება, ყველაფერი მენეჯმენტის ბრალია!' ამბობს გარი ნევილი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პოგბა - მოურინიოს სკანდალს გარი ნევილი გამოეხმაურა
  • 'ყველაფერი მენეჯმენტის ბრალია' ამბობს ნევილი

იუნაიტედის ლეგენდა, კლუბის აღმასრულებელ დირექტორს - ედ ვუდვარდს და გლეიზერების ოჯახს აკრიტიკებს. ნევილი ამბობს, რომ კლუბში არსებული დღევანდელი არეულობა წლების წინ - დევიდ მოიესის ნაადრევი გათავისუფლების ბრალია.

"ეს ქაოსი მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბიდან დევიდ მოიესი 8 თვეში გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ აზრზე არ იყვნენ შემდეგ რა უნდა გაეკეთებინათ."

"მწვრთნელის ბრალი აქ არაფერი არ არის, ზევით, კლუბის მართვაში გვაქვს პრობლემა. იქით-აქეთ ხტუნაობენ, გეგმის გარეშე." ამბობს ნევილი.

მანკუნიანელების ყოფილმა მცველმა განაცხადა, რომ მოიესი კარგი კანდიდატურა იყო და ასე მალე არ უნდა გაეშვათ. "ეს სხვა კითხვაა, თუმცა მგონია, რომ 8 თვეში მწვრთნელი არ უნდა გაუშვა, როდესაც არანაირი გეგმა არ გაქვს..."

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესის სეზონი (2013-14 წლები) ედ ვუდვარდისთვისაც პირველი იყო კლუბში, მან აღამასრულებელი დირექტორის პოსტზე მაშინ დევიდ გილი შეცვალა.

ვუდვარდმა კლუბში ლუის ვან გაალი მიიყვანა, ჰოლანდიელის ერა მანჩესტერში წარუმატებელი აღმოჩნდა. დღეს კი ვხედავთ, რომ საქმე ვერც ჟოზე მოურინიოსთან აეწყო - პორტუგალიელი მთელი სეზონია იმეორებს, რომ მის მიერ შერჩეული 5 მოთამაშიდან, ვუდვარდმა ზაფხულში ვერცერთი ვერ დაიმატა.

კომენტარები

ბოლო ამბები