- რეალმა ბარსას წაფორხილებით ვერ ისარგებლა
- კრიზისი 'კამპ ნოუზე', ბარსა გაჩერდა - კატალონიელებს მხოლოდ მესი შველით
- ლა ლიგაში ტრიბუნა ჩამოინგრა - სევილიას ორი გულშემატკივარი დაშავდა
ლა ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური თამაში ამავე დროს ევროპის ტოპ-5 ლიგების მთავარი დაპირისპირებაც იყო - ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებულმა რეალმა ევროპალიგისა და უეფას სუპერთასის მომგებ ატლეტიკოს უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.

მადრიდულმა დერბიმ აშკარად არ გაამართლა გულშემატკივრების იმედი. პირველ ტაიმში უპირატესობას ატლეტიკო ფლობდა, მაგრამ ყოფილ თანაგუნდელებს არაფრით გაატანინა ტიბო კურტუამ. მატჩის ასეთი მიმდინარეობა მეორეში მას მერე შეიცვალა, რაც შესვენებაზე ლოპეტეგიმ გარეთ ბეილი დანი სებალიოსით შეცვალა.
7 ტურის შემდეგ რეალი 14 ქულით ბარსას გაუთანაბრდა და მეორე ადგილზეა. ატლეტიკოს კი 12 ქულა აქვს და სევილიას ჩამორჩება (13 ქულა).

საინტერესო ფაქტები
► ატლეტიკომ ვალენსიას რეკორდი (1942-1946) გაიმეორა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ მეექვსედ არ დამარცხდა ლა ლიგაში.
► ვინისიუს ჟუნიორი პირველი 2000 წელს (და შემდეგ) დაბადებული ფეხბურთელია, ვინც ოფიციალურ მატჩში მოირგო რეალის ფორმა.
► დიეგო კოშტამ (ატლეტიკო) ბოლო 16 ტურში ვერ შეძლო გოლის გატანა.
► გარეთ ბეილს უკვე 9 უგოლო მატჩი დაუგროვდა ატლეტიკოსთან.
► მარკო ასენსიომ რეალის მაისურა მეასედ მოირგო.
რეალი 0:0 ატლეტიკო
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი (82. ლ. ვასკესი), კაზემირო, კროოსი - ბეილი (46. სებალიოსი), ბენზემა (88. ვინისიუსი), ასენსიო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ლემარი (60. ა. კორეა), საულ ნიგესი, როდრი (85. კალინიჩი), კოკე - დიეგო კოშტა (69. თომასი), გრიზმანი
კომენტარები