Thumbnail

მიეცი ხმა ქართველ მორაგბეებს! კრასნი იარი საუკეთესო მოთამაშეს ირჩევს

  • კრასნი იარის სეზონის საუკეთესო მოთამაშეს 250 ათასი რუბლი გადაეცემა
  • ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის იბრძვიან

რუსული სარაგბო კლუბი კრასნი იარი სეზონის საუკეთესო მოთამაშეს ირჩევს. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ სოციალური ქსელის საშუალებით ხმა მისცენ მორაგბეებს. რუსული გუნდის ქართველი ლეგიონერები, ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძვიან.

მალაღურაძე კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. რაც შეეხება ფრუიძეს, მას მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ლელო აქვს დადებული (9).

ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ საუკეთესო მოთამაშისთვის პრიზიც დააწესა. გამარჯვებული 250 ათას რუბლს მიიღებს.

კრასნი იარი რუსეთის ჩემპიონატის ფინალში ენისეის ხვდება. ფრუიძისა და მალაღურაძის გუნდმა პირველი შეხვედრა წააგო და განმეორებით მატჩს 3 ოქტომბერს გამართავს.

ხმის მიცემა შეგიძლიათ ორ სოციალურ ქსელში: პირველი - მეორე

კომენტარები

ბოლო ამბები