Thumbnail
  • მადრიდის რეალი სეზონში პირველად დაამარცხეს
  • ლუკა მოდრიჩს VAR-მა გოლი გაუუქმა

ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში სევილიამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, როცა ჯერ პორტუგალიელმა ანდრე სილვამ დუბლი შეასრულა, მერე კი ვისამ ბენ იედერმაც გაიტანა "თავისი" გოლი. ხულიენ ლოპეტეგის გუნდი სიტუაციის გამოსწორებას მეორე ტაიმში შეეცადა, მაგრამ VAR-მა უეფასა და ფიფას რჩეულ ლუკა მოდრიჩს გოლი გაუუქმა და "სამეფო კლუბიც" დანებდა.

ეს ლოპეტეგის გუნდის პირველი მარცხი იყო სეზონში. ამით რეალმა ბარსას გადასწრების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, მას მერე, რაც ბარსელონა სენსაციურად დამარცხდა ლეგანესთან - 1:2.

ეს ტური საუკეთესო გამოდგა ატლეტიკოსთვის, რომელმაც წინა დღეს დამაჯერებლად მოიგო თავისი მატჩი და ახლა ბარსას და რეალს მხოლოდ 2-2 ქულით ჩამორჩება. 

საინტერესო ფაქტები

►21-ე საუკუნეში რეალი ყველაზე მეტჯერ "სანჩეს პისხუანზე" დამარცხდა - 11-ჯერ.

► პაბლო მაჩინი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც რეალს გასულ სეზონშიც მოუგო და ახალშიც.

► ამ სეზონში ვისამ ბენ იედერმა კარში 9-ჯერ დაარტყა კარში და 7 გოლი გაიტანა.

► სამი და მეტგოლიანი სხვაობით რეალმა ტაიმი ბოლოს 2003 წელს წააგო (მაშინაც სევილიასთან - 0:4). 

სევილია3:0 რეალი

გოლები: 1:0 ანდრე სილვა (17), 2:0 ანდრე სილვა (21), 3:0 ბენ იედერი (39)

სევილია (3-5-2): ვაჩლიკი - კარისო, კიაერი, გომესი - ხესუს ნავასი, სარაბია, ბანეგა (91. მესა), ფ. ვასკესი, არანა (85. ნოლიტო) - ანდრე სილვა, ბენ იედერი (69. პრომესი) 

რეალი (4-3-3): კურტუა - ნაჩო (59. ლ. ვასკესი), ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (70. სებალიოსი) - ბეილი, ბენზემა (59. მარიანო დიასი), ასენსიო

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები