Thumbnail
  • ატლეტიკო 19 წლის დებიუტანტმა გადაარჩინა
  • 3 გოლი და მხოლოდ 5 ქულა ოთხ ტურში

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" ლა ლიგის მე-4 ტურის თამაში მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ატლეტიკო ეიბარს 1:1 დაუზავდა. მეტიც, 93-ე წუთამდე ევროპალიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებული მარცხდებოდა, მარჯვნიდან ჩაწოდებულს ანტუან გრიზმანმა ფეხი სათანადოდ ვერ მოარტყა და საგოლე პასი გამოუვიდა, 19 წლის ბორხა გარსეს მორენომ კი აქამდე შესანიშნავად მოთამაშე დმიტროვიჩის კარი დალაშქრა - 1:1. ბორხამ ატლეტიკოს ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა.

ეიბარი წინ 87-ე წუთზე სერხი ენრიჩის გოლით გავიდა და გარსესის საპასუხო გოლამდე ორჯერ გადარჩა - ერთხელ დებიუტანტის დარტყმული კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა, მეორედ კი დიეგო გოდინმა ბურთი თავით ძელს გაარტყა. 

გრიზმანი, დიეგო კოშტა, ლემარი - ლიდერები ფორმაში არ არიან

4 ტურის შემდეგ დიეგო სიმეონეს გუნდს მხოლოდ 5 ქულა აქვს და ჩემპიონატში სულ სამი გოლი აქვს გატანილი. ატლეტიკოს კრიზისი სახეზეა. 18 სექტემბერს ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მონაკოს ესტუმრება. 

ბორხა გარსესი (ატლეტიკო): "ძალიან ბედნიერი არ ვარ, რადგან ჩვენ ვერ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გავიტანე, მაგრამ დებიუტი მოგებით უფრო გამიხარდებოდა. 

საინტერესო ფაქტები

► ბორხა გარსესმა ატლეტიკოს 50-ე გოლი გაიტანა ვანდა მეტროპოლიტანოზე.

► ოთხ ტურში 5 ქულა ყველაზე ცუდი სტარტია ატლეტიკოსთვის, რაც გუნდს დიეგო სიმეონე წვრთნის. 

ატლეტიკო 1:1 ეიბარი 

გოლები: 0:1 ენრიჩი (87), 1:1 ბორხა გარსესი (93)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, როდრი (71. ბორხა გარსესი), საულ ნიგესი, ლემარი (59. ა. კორეა) - დიეგო კოშტა, გრიზმანი 

კომენტარები

ბოლო ამბები