Thumbnail
  • უოსპსი ავივა პრემიერშიფის მეორე ტურში დამარცხდა
  • ზურა ჟვანია ექსეტერ ჩიფსთან შეხვედრაში ცვლილებაზე შევიდა
  • Rugbyonslaught.com-ს ქართველი მორაგბის დარტყმამ ჯონი ვილკინსონი გაახსენა 

ავივა პრემიერშიფის მეორე ტურის შეხვედრაში ზურა ჟვანიას უოსპსმა ექსეტერ ჩიფსს უმასპინძლა და სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ქართველი მორაგბის გუნდმა შეხვედრა 42:31 წააგო.

ჟვანია სათადარიგო სკამზე იყო და მინდორზე 54-ე წუთზე შემოვიდა. მატჩის 72-ე წუთზე სტუმრები უტევდნენ, როდესაც რაქიდან გამოვარდნილი ბურთისთვის ქართველმა მორაგბემ იბრძოლა და მარცხენა ფეხით ბურთი აუტში გაგზავნა, რითიც ექსეტერის შეტევა დაახლოებით 40-მეტრით მაინც დახია უკან.

ზურა ჟვანიამ უოსპსთან ერთად პრემიერშიფის
მეორე ტურშიც ითამაშა.

ვებ-გვერდი Rugbyonslaught.com ჟვანიას ამ დარტყმას ასე გამოეხმაურა: ამ განსაცვიფრებელი დარტყმის შემდეგ, ქართველი მორაგბე უილკინსონს გვარს გაუცვლის.

თუ საქართველოში არ ცხოვრობთ, მაშინ გეპატიებათ, რომ ზურა ჟვანიას შესახებ არაფერი გაგიგიათ. ეროვნულ ნაკრებში კარგი და განსაკუთრებული თამაშის გამო, ქართველ მორაგბეს სამშობლოში აფასებენ.

ჟვანიას ამ დარტყმით კარგად მიხვდებით, თუ როგორ შესაძლებლობებს ფლობს ქართველი მორაგბე. ეს არ არის შემთხვევით დარტყმა.

კომენტარები

ბოლო ამბები