Thumbnail

რამდენი ადგილით წაიწევს წინ ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მუნდიალის შემდეგ ფიფამ რეიტინგის დათვლის სისტემა შეცვალა
  • მომდევნო რეიტინგი 20 სექტემბერს გამოქვეყნდება

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ფიფამ მეორედ (პირველად 2006-ში იყო) მიიღო სერიოზული ცვლილებები ეროვნულ ნაკრებთა რეიტინგის დათვლაში. ახალი სისტემა Elo-ს კოეფიციენტზე დაყრდნობით ითვლება. 

პირველი რეიტინგ-ლისტი (ახლებურად) 16 აგვისტოს გამოქვეყნდა და მასში საქართველოს ნაკრები 1 242 სარეიტინგო ქულით 96-ე ადგილზეა. ყაზახეთის ნაკრები, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის სადებიუტო მატჩში 2:0 მოუგო, ზუსტად 20 საფეხურით ქვემოთ, 116-ე პოზიციაზეა 1 167 ქულით. რაც შეეხება ლატვიას, 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ მეტოქეს, ის 1 122 ქულით კიდევ უფრო ქვემოთ, 129-ე პოზიციაზეა. 

ახალი სისტემით მოგება, ფრე, წაგებას მატჩის მნიშვნელობის კოეფიციენტთან ერთად ითვლიან (საკმაოდ რთული ფორმულით). 

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის კოეფიციენტი 15-ია და მხოლოდ ამხანაგური მატჩების მნიშვნელობას უსწრებს (5-10). სწორედ ამიტომ, საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან გამარჯვებისთვის წინ დიდად ვერ წაიწევს. live რეიტინგში საქართველოს ახლა 94-ე ადგილი უკავია. 

მომავალი რეიტინგ-ლისტი 20 სექტემბერს გამოქვეყნდება (ლატვიასთან მატჩის შედეგიც იქნება გათვალისწინებული). საქართველოს ნაკრების საშუალო მაჩვენებელი ფიფას რეიტინგში 91-ე პოზიციაა. ყველაზე მაღლა ნაკრები 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, ყველაზე დაბლა - 156-ეზე. 

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაიტანს საქართველო ლატვიასთან?

  • ერთი
  • ორი
  • სამი
  • ოთხი
  • ვერ გაიტანს

კომენტარები

ბოლო ამბები