Thumbnail

რაგბი | გიორგი ფრუიძის ბრწყინვალე ლელო და დუბლი რუსეთში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კრასნი იარი 26:15 პადმასკოვიე
  • გიორგი ფრუიძის ორი ლელო და ლაშა მალაღურაძის 6 ქულა

რუსეთის სარაგბო პრემიერლიგის მე-10 ტურში კრასნი იარმა პადმსაკოვიეს 26:15 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან ორი ლელო ბორჯღალოსანმა გიორგი ფრუიძემ დადო და დიდი წვლილი შეიტანა პადმასკოვიეს დამარცხებაში. ქართველმა მორაგბემ 28-ე წუთზე გამოიჩინა თავი, ხოლო შეხვედრის 76-ე წუთზე თანაგუნდელთან ერთად 80 მეტრი ირბინა და სტუმრებს შესანიშნავი ლელო დაუდო.

ლაშა მალაღურაძე კრასნი იარის ძირითად შემადგენლობაში იყო და სამი გარდასახვა გაიტანა. მასპინძელთა მხრიდან კიდევ ერთი ლელო ვალერი ცნობილაძის ანგარიშზეა.

კრასნი იარმა ათ ტურში 39 ქულა დააგროვა და ლიდერ ენისეის ერთი ქულით ჩამორჩა. რუსეთის ჩემპიონატში რეგულარული სეზონი დასრულდა. მეოთხედფინალში კრასნი იარის მეტოქე B დივიზიონის გუნდი ბულავა იქნება. მატჩი 11 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები