Thumbnail

ლუკა ჯაფარიძე PRO D2-ის კლუბში | 'მაქსიმუმს გავიღებ მთავარ გუნდში თამაშისთვის'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მორაგბე საფრანგეთში ითამაშებს
  • ლუკა ჯაფარიძემ ბრივში მეექვსე ქართველი მორაგბე იქნება

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წევრი და ლელო სარასენსის მორაგბე, ლუკა ჯაფარიძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. ქართველი ბურჯი PRO D2-ის ბინადარ ბრივში გადავიდა, სადაც კიდევ ხუთი ქართველი მორაგბე თამაშობს: კახა ასიეშვილი, ლუკა გოგინავა, ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე და სოსო ბეკოშვილი.

ლუკა ჯაფარიძე: უპირველეს ყოვლისა, ახალი გუნდი და ახალი გამოწვევები მელის. მაქსიმუმს გავიღებ, რათა მთავარ გუნდში ვითამაშო. ბრივში ქართველი მორაგბეები დამხვდებიან, რაც ადაპტაციაში დამეხმარება.

ქართველმა მორაგბემ ბრივთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლუკა ჯაფარიძე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან მსოფლიოს თასზე ოთხი შეხვედრა ითამაშა და ორი ლელო დადო.

კომენტარები

ბოლო ამბები