Thumbnail

ზურა ჟვანიას ბრწყინვალე დასაწყისი - ქართველი მორაგბის ლელო სადებიუტო მატჩში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვასპსი 31:14 ალსტერი
  • ზურა ჟვანიას პირველი ლელო ინგლისში

ერთ კვირაში ავივა პრემიერშიფი იწყება. ინგლისის უმაღლეს სარაგბო ლიგაში ბორჯღალოსანი ზურა ჟვანია ითამაშებს, რომელიც ვასპსის ღირსებას დაიცავს. კლუბმა სეზონის დაწყებამდე ირლანდიურ ალსტერთან ამხანაგური მატჩი გამართა.

ინგლისელებმა პირველი ნახევარი 19:0 მოიგეს. ჟვანია მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, ქართველმა მორაგბემ 44-ე წუთზე შეძლოს ლელოს დადება. ბორჯღალოსანს ბრწყინვალე დასაწყისი გამოუვიდა - სადებიუტო ლელო პირველ შეხვედრაში.

ვასპსმა 31:14 მოიგო, ინგლისელებმა ხუთი ლელო დადეს. ნათან ჰიუზმა ჰეთთრიკი შეასრულა, ხოლო თითო ლელო ჟვანიასა და კარის ანგარიშზეა.

ვასპსი პრემიერშიფში პირველი ტურის შეხვედრას პირველ სექტემბერს გამართავს, ჟვანიას გუნდის მეტოქე ვორჩესტერ უორიორსი იქნება.

ზურა ჟვანია: ''გახარებული ვარ, რომ სადებიუტო მატჩში ლელოს დადება მოვახერხე. სათამაშო სტილი განსხვავებულია, საფრანგეთთან შედარებით, უფრო სწრაფი და დინამიკური. ვეჩვევი ამ სტილს, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

კომენტარები

ბოლო ამბები