Thumbnail
  • 'ის ლიდერს ვერ დაინახვს, მაშინაც კი ჩერჩილის გვერდით რომ დააყენოთ'
  • რაიოლა სქოულზზე გაბრაზდა

პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ ტვიტერზე პოლ სქოულზი გააკრიტიკა. მასშემდეგ რაც სქოულზმა პოგბას ბრაიტონთან თამაში დაიწუნა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედმა - 3:2 წააგო.

სარეკორდო თანხად ნაყიდი ნახევარმცველის აგენტმა განაცხადა, რომ სქოულზი ლიდერებს არ აღიარებს "ის ლიდერს არ აღიარებს მაშინაც კი, ვინსტონ ჩერჩილის გვერდით რომ დააყენოთ" ამბობს რაიოლა.

"ზოგ ადამიანს დავიწყების შიში ალაპარაკებს..." ამბობს აგენტი. პოლ სქოულზმა ბრაიტონთან თამაშის შემდეგ განაცხადა "პოგბა ლიდერი გვეგონა, მაგრამ ვხედავთ რომ ეს თვისებები არ აქვს. გუნდს ლიდერები აკლია."

'სქოლზი' კვირას, ბრაიტონთან მარცხის შემდეგ კრიტიკული იყო და მიანიშნა, რომ პოგბას გუნდი ზაფხულში უნდა დაეტოვებინა.

"სქოულზი დანიშნეთ ვუდვარდის თანაშემწედ და ურჩიოს რომ გაყიდოს პოგბა - რა დატვირთული ღამე მექნება!" ამბობს რაიოლა.

წარმოშობით იტალიელი აგენტის კრიტიკას, ტვიეტრზე გარი ნევილიც გამოეხმაურა და პოგბას ურჩია, რომ მის აგენტს 'მოაკეტინოს'...

კომენტარები

ბოლო ამბები