Thumbnail
  • ვალენსია 1:1 ატლეტიკო
  • მეორე ტურის მატჩები 24-27 აგვისტოს გაიმართება

"მესტალიაზე" ლა ლიგის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა - "ვალენსიამ" "ატლეტიკოს" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. 

დიეგო სიმეონემ ახალწვეულთაგან თომა ლემარი და ჟელსონ მარტინში ათამაშა, ხოლო როდრი და კალინიჩი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. ვალენსიაში დებიუტი ჰქონდა მიში ბაჩუაის, რომელიც მეორე ტაიმში გამოვიდა. ითამაშეს პიჩინიმ, ვასმა, დიაქაბიმ და გამეირომაც, ხოლო დენის ჩერიშევი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. 

26-ე წუთზე ანტუან გრიზმანის პასით გოლი არგენტინელმა ანხელ კორეამ გაიტანა. ვალენსიამ 56-ე წუთზე როდრიგოს წყაობით გაათანაბრა, დანიელ ვასის ჩაწოდებული მან მხრით ჩამოიღო და ახლო მანძილიდან გაუტანა იან ობლაკს. ბოლო წუთებზე ვალენსიას მოგებაც შეეძლო, მაგრამ ბოლო წამებზე კევინ გამეირომ მეკარეს ვერ აჯობა. 

როდრიგომ დანიელ ვასის პასით გაათანაბრა

საინტერესო ფაქტები

► დიეგო სიმეონე ატლეტიკოს პირველი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ზედიზედ 8 სეზონის განმავლობაში გაიყვანა სათამაშოდ ლა ლიგაში.

► ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) 2018 წელს ატლეტიკოს 31 მატჩში 31 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (22 გოლი, 9 ასისტი).

► ატლეტიკოს არასოდეს წაუგია პირველ ტურში, რაც მისი მწვრთნელი დიეგო სიმეონეა (2 მოგება, 5 ფრე)

ვალენსია 1:1 ატლეტიკო

გოლები: 0:1 ა. კორეა (26), 1:1 როდრიგო (56)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი (67. დიაქაბი), გაბრიელ ბაუტისტა, გაია - სოლერი (76. ბაჩუაი), პარეხო, კონდოგბია, ვასი - როდრიგო, მინა (67. გამეირო)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა (81. თომასი), კოკე, საულ ნიგესი, ლემარი (63. ვიტოლო) - დიეგო კოშტა, გრიზმანი (72. მარტინში)

კომენტარები

ბოლო ამბები