Thumbnail
  • ნორვეგიელმა გასული სეზონი ჰოლანდიაში გაატარა
  • ასტონ ვილა და დერბი ახალგაზრდა მოთამაშისთვის იბრძვიან...

ნორვეგიელი ფლეიმეიქერი მადრიდულ კლუბს 2014 წელს სტომსგოდსეტიდან შეუერთდა, თუმცა ბოლო 18 თვე ჰოლანდიაში, ჰენერვენში იჯარის წესით გაატარა.

რეალის ახალ მწვრთნელს - ხულიენ ლოპეტეგს ოდეგაარდის ჩემპიონშიფში გაშვება სურს, როგორც ამბობენ, ნორვეგიელი ჩემპიონშიფის ფავორიტებს - ასტონ ვილას და ფრენკ ლამპარდის დერბი ქაუნთის სურთ.

ოდეგაარდმა ჰერენვენში 43 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. ნორვეგიელმა სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი, რეალთან ერთად, ნაყოფიერად გაიარა.

თუმცა გასული სეზონის ბოლოს, მან ჰოლანდიაში მყესი დაიზიანა და ბოლო 5 მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

კომენტარები

ბოლო ამბები