Thumbnail

ბუდაპეშტის გრან პრი | უმედლო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფრიდონ გიგანი მასაში ებინუმასთან დამარცხდა
  • ზებედა რეხვიაშვილი ასპარეზობას მერვედფინალში გამოეთიშა
  • ექვსი ქართველი ძიუდოისტი მესამე დღეს

ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის გრან პრის მეორე დღე უმედლოდ დაასრულეს. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონთან, მასაში ებინუმასთან ბოლო წამზე დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტი გამოცდილ იაპონელს ვაზარით უგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე, ებინუმამ გიგანს მეორე ვაზარი აუღო და გამარჯვება მოიპოვა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილმა ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება მოახერხა. ჯერ რუმინელ მეტოქეს სძლია იპონით, ხოლო მეორე დაპირისპირებაში გამოცდილ ბულგარელს, ივაილო ივანოვს ვაზარით მოუგო.

ზებედა მერვედფინალურ დაპირისპირებაში ბელგიელ სამი ჩუჩის ვაზარით უგებდა, მაგრამ მეტოქემ ქართველი ძიუდოისტი იპონზე დააგდო და მეოთხედფინალში გავიდა.

მესამე საჭიდაო დღეს ბუდაპეშტის გრან პრიზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს:

- 90 კგ | უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი
- 100 კგ | ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+ 100 კგ | ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები