Thumbnail

მანუჩარ მარკოიშვილი: ეს გადაწყვეტილება კალათბურთის გამო მივიღე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მანუჩარ მარკოიშვილმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა
  • ქართველმა გადაწყვეტილება კალათბურთის სასარგებლოდ მიიღო

იტალიურ მედიაში გავრცელდა მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ Il Resto del Carlino-ს გაბრიელე გალოსთან, რომელშიც 31 წლის ქართველი კალათბურთელი უახლოეს გეგმებზე საუბრობს. 
ბოლო ინფორმაციით, მარკოიშვილს ისევ რეჯო ემილიაში ელოდნენ, სადაც კონტრაქტი კიდევ ერთი წლით უნდა გაეხანგრძლივა, მაგრამ ასე არ მოხდა. მან გასულ პარასკევს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

"ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე. ვცდილობდი, ოპერაცია თავიდან ამერიდებინა, მაგრამ თუ კარიერის გაგრძელება მსურდა, ოპერაცია აუცილებელი იყო. კალათბურთიდან წასვლაზეც მიფიქრია, მაგრამ გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება - თამაშის სურვილი ჯერ კიდევ დიდი მაქვს, მინდა ისევ მაღალ დონეზე ვითამაშო. კალათბურთისგან ჯერ ისევ ვიღებ სიამოვნებას", - განაცხადა ქართველმა კალათბურთელმა.

მანუჩარის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით ორ თვეს გასტანს და ქართველ კალათბურთელს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ვარჯიშის დაწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები