Thumbnail

მილანმა ბარსელონას ბოლო წუთზე მოუგო, ანდრე სილვამ გამარჯვების გოლი გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი 1:0 ბარსელონა
  • მატჩის გმირი პორტუგალიელი ანდრე სილვა გახდა
  • ბარსელონა 18-გუნდიან ცხრილში ბოლო ადგილზეა

მილანმა და ბარსელონამ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე გამოსვლა დაასრულეს. იტალიელებს ამ მატჩამდე ერთი ქულა ჰქონდათ, ხოლო ესპანურ კლუბს 2 ქულა ჰქონდა დაგროვილი.

შეხვედრა ბარსელონას უპირატესობით დაიწყო, მაგრამ პირველი რეალური საგოლე მომენტი მილანმა შექმნა - კესიეს ჩაწოდების შემდეგ, ბარსელონას კარის მიმართულებით ბორინიმ დაარტყა, ბურთი მარლონს მოხვდა და კატალონიელები გადარჩნენ.

მილანის დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა კლუბის ახალი კაპიტანი, ალესიო რომანიოლიმ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებულ გოლს. 38-ე წუთზე ბარსელონას ახალწვეულმა, არტურმა შორიდან სცადა გატანა, მაგრამ დონარუმამ დარტყმა მოიგერია. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

როსონერიმ ბარსელონას მეორე ტაიმში ზუსტად ხუთჯერ დაურტყა. ჩალჰანოღლუმ რამდენჯერმე სცადა გატანა, მაგრამ ტერ შტეგენი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ცვლილებაზე შემოსულმა ანდრე სილვამ გამარჯვების გოლი გაიტანა და მილანს მატჩი მოაგებინა.

ანდრე სილვამ ახალი ნომრით პირველი გოლი გაიტანა.
სილვამ ნომერი 9 იგუაინს დაუთმო.
პორტუგალიელის ახალი ნომერი - 69.

მილანმა ამერიკული ტურნე გამარჯვებით დაასრულა, იტალიელები ესპანეთში გაემგზავრებიან, სადაც სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასზე ითამაშებენ. ბარსელონას საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე 2 ქულა დარჩა და 18-გუნდიან ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელეს.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები