Thumbnail

ეტო’ო თურქეთიდან წავიდა - კამერუნელს საფრანგეთის და ესპანეთის ვარიანტები აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სამუელ ეტო’ო თურქეთიდან წამოვიდა
  • ვეტერანი კამერუნელი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს

ცნობილმა კამერუნელმა ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ კარიერის თურქული ეტაპი დაასრულა. 37 წლის თავდამსხმელმა კონიასპორთან კონტრაქტი გაწყვიტა და ახალი კლუბის ძიებაშია. თურქული კლუბის ინფორმაციით, მხარეებმა 2020 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების შემდეგ გაწყვიტეს.

ეტო’ო, რომელიც კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს, კონიასპორში იანვარში, ანტალიასპორიდან გადავიდა, 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა და გუნდი ელიტიდან გავარდნისგან იხსნა. BBC-ის ინფორმაციით, ვეტერან კამერუნელს ფრანგული და ესპანური კლუბების ვარიანტები აქვს.

სამუელ ეტო’ოს კარიერის საუკეთესო წლები ბარსელონაში აქვს გატარებული, სადაც 2004-დან 2009 წლამდე თამაშობდა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2006 და 2009). შემდეგ კამერუნელი მილანის ინტერში გადავიდა და 2010 წელს ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირი მესამედ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები