Thumbnail
  • რეჯო ემილია მანუჩარ მარკოიშვილს ახალ კონტრაქტს უფორმებს
  • სამედიცინო დასკვნა ოპტიმისტური აღმოჩნდა

იტალიური მედია (pianetabasket.com და reggionline.com) სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს მანუჩარ მარკოიშვილთან დაკავშირებით. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მარცხენა მუხლის ტრავმის გამო კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბელგიაში გავლილმა სარეაბილიტაციო კურსმა შედეგი გამოიღო.

იტალიურ მედიაში ამტკიცებენ, რომ ყველაფერი უკვე გარკვეულია და რეჯო ემილია უახლოეს საათებში გამოაცხადებს, რომ ქართველმა კალათბურთელმა კიდევ ერთი სეზონით გააგრძელა კონტრაქტი. რეჯო ემილია სერია A-სთვის თითქმის დაკომპლექტებულია, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მოთმინებით ელოდა მარკოიშვილის მკურნალობას ანტვერპენში, რადგან მისი გამოცდილების, კლასისა და ლიდერის თვისებების ეიმედება. ექიმებმა ქართველის მუხლი საგულდაგულოდ შეამოწმეს და ოპტიმისტური პროგნოზიც გააკეთეს. 

31 წლის მსროლელი რეჯო ემილიაში 2017 წლის აგვისტოში გადავიდა. გასულ სეზონში მან 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 10.4 ქულა მოჰქონდა გუნდისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები