Thumbnail

ღმერთო, ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე წარმოვიდგენდი - კაკამ კარიერა დაასრულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავმა კარიერა დაასრულა.
  • 35 წლის კაკა ფეხბურთიდან წავიდა.
  • მას მილანის დირექტორობას სთავაზობენ.

ბრაზილიის ნაკრების, მილანის და რეალის ყოფილმა სუპერვარსკვლავმა კაკამ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

“ღმერთო, ეს იყო იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ახლა მზად ვარ მომდევნო მოგზაურობისთვის. იესოს სახელით, ამინ.” - დაწერა 35 წლის ბრაზილიელმა თვითერზე და პოსტს თან დაურთო ფოტო, რომელზეც აცვია მაისური წარწერით “I belong to Jesus” (ვეკუთვნი იესოს).

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა ბოლო სამი სეზონი MLS-ში გაატარა - კაკა ორლანდო სიტიში თამაშობდა. უნიჭიერესმა შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა სან პაულოში დაიწყო, საუკეთესო წლები კი მილანში გაატარა, სადაც ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

სპეკულაციების თანახმად, მილანის ხელმძღვანელები კაკას დირექტორის თანამდებობას სთავაზობენ.

“უფეხბურთოდ არ შემიძლია და ალბათ მომავალშიც ფეხბურთში ვიმუშავებ. ან მენეჯერი ვიქნები, ან სპორტული დირექტორი, ან რამე ასეთი,” - განაცხადა კაკამ ცოტა ხნის წინ.

კარიერის საუკეთესო წლები კაკამ მილანში გაატარა

 

კომენტარები

ბოლო ამბები