Thumbnail

7-კაცა ექსეთერის გრან პრის მეოთხედფინალში| ბორჯღალოსნებმა პოლონეთი გაანადგურეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინგლისი 43:5 საქართველო - მასპინძლებმა ქართველი მორაგბეები არ დაინდეს
  • რუსეთი 19:7 საქართველო - მარცხი დაძაბულ ბრძოლაში
  • პოლონეთი 5:38 საქართველო - მესამე ადგილი პოლონეთთან მოგებით

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მესამე ეტაპზე ითამაშა. ქართველმა მორაგბეებმა ექსეთერის გრან პრის ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში წააგეს, პოლონეთის დამარცხება მოახერხეს და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ.

საქართველოს პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა მოუგეს. ინგლისმა 43:5 გაიმარჯვა - ერთადერთი ლელო ბორჯღალოსნების მხრიდან აკაკი ტაბუცაძემ დადო. რუსეთთან შეხვედრაშიც აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა თავი, ბორჯღალოსნები კი 19:5 დამარცხდნენ.

7-კაცამ პოლონეთის განადგურებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. საქართველომ მეტოქეს 38:5 მოუგო - 6 ლელო დაუდო და 4 გარდასახვა გაუტანა. ქართველთა მხრიდან ლელოებით თავი გიორგი ჭუაძემ (2), ლაშა ლომიძემ, რეზი ხარაზიშვილმა (2) და რამაზ ხარაზიშვილმა გამოიჩინეს.

7-კაცამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, მესამეადგილოსნებს შორის იტალიას გაუსწრო და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ირლანდიის უძლიერეს ნაკრებს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები